ვფიქრობ, პიკი - 2-3 კვირის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 1000-ის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ის ვარაუდობს, რომ პიკი, დაახლოებით, 2-3 კვირის განმვალობაში გაგრძელდება და თვენახევრის შემდეგ ეპიდსიტუაცია დაბლა წავა.
„ჩემი ვარაუდით, საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-დან 2000-ის ფარგლებში, მაშინ, როცა ჩვენს მსგავს ქვეყნებში ეს რიცხვი აღწევს 20,000-სს. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით და პროგნოზით, პიკს მივაღწევთ 2-3 კვირის შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება აფეთქება. იქნება მდორე პიკი და პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3- კვირის მანძილზე, ხოლო თვენახევრის შემდეგ ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით “, - განაცხადა ცერცვაძემ.