08.მაისი .2021 11:15

კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა - სტატისტიკა

კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა - სტატისტიკა
views 319
უკან

8 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 მოქალაქე გარდაიცვალა. სპეციალურ გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 4 263-მდე გაიზარდა.

განახლებული სრული კოვიდ-სტატისტიკა კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 320 830 , ბოლო 24 საათში - 1 564
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 299 500 , ბოლო 24 საათში - 693
მათ შორის გარდაცვლილი - 4 263 , ბოლო 24 საათში - 18
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 384, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 341, PCR ტესტით - 12 043;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,71%, ბოლო 14 დღის - 5,84%, ბოლო 7 დღის - 6,71%
სულ აცრილია - 58 533, დღიურად აცრილია - 3 846
კარანტინის რეჟიმში - 69
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 284
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 788.