მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი... - სად იყიდა და რა დაუჯდა საქართველოს ხახვის იმპორტი გასულ წელს?

ხახვი

გასულ წელს, საქართველოში ხახვის იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 12.2 მლნ აშშ დოლარის 31 909 ტონა ხახვი იყიდა, 2022 წელს კი, 10.7 მლნ აშშ დოლარის 31 578 ტონა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ჩამონათვალია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $5.4 მლნ 14 186 ტონა;
  2. აზერბაიჯანი - $3.2 მლნ 8 525 ტონა;
  3. ირანი - $943.2 ათასის 2 407 ტონა;
  4. სომხეთი - $760.3 ათასის 1 967 ტონა;
  5. ყაზახეთი - $600.7 ათასის 1 610 ტონა;
  6. თურქეთი - $573.5 ათასის 1 515 ტონა;
  7. უზბეკეთი - $493.3 ათასის 1 268 ტონა;
  8. ეგვიპტე - $74.5 ათასის 216 ტონა;
  9. ყირგიზეთი - $70.4 ათსის 176 ტონა;
  10. ნიდერლანდები - $13.8 ათასის 7.2 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2023 წელს, საქართველომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 82.1 ათასი აშშ დოლარის 166.7 ტონა ხახვი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები