მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

6492010b4e937
ალა ისპირიანი
20.06.23 23:00
1454
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც BM.ge-ის შსს-ში უთხრეს ბარში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე რამდენიმე პირია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება.

როგორც შსს-ში BM.ge-ს უთხრეს მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვაინებით გავრცელდება.