კოვიდმართვის რეჟიმიდან ამორთვამ მთელ რიგ კლინიკებში გამოიწვია და კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ლიკვიდობის პრობლემას, - ამის შესახებ გადაცემა Forbes Health-ში „ჯეო ჰოსპიტალსის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.
ის კლინიკებისთვის ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს.
„დაფინანსების ჩარიცხვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მაღალი დატვირთულობის დროს არსებობდა, რეალურად დღეს კიდევ ხდება. ის დებიტორები, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს, ეტაპობრივად იფარება და ეს პროცესი გრძელდება. თუმცა ის ჩავარდნა, რაც დღეს მთელი გამოწვევების ფონზე პარალელურად არსებობს, უახლოეს პერიოდში აქტიურად მოახდენს გავლენას. კერძოდ, ის ფინანსური რესურსი, რისი დაგენერირებაც იმ პერიოდში მოხდა, ახლა იხარჯება და შესაძლოა დამატებითი კაპიტალის მობილიზება გახდეს საჭირო ამ რესურსის გრძელ ვადაში გადასარჩენად. აქედან გამომდინარე, ეს დარგის გამოწვევას კიდევ უფრო აღრმავებს.
მეორე გამოწვევა, რაც ჩვენ და არამარტო ჩვენს კლინიკას დაუდგა, არის პერსონალის დარგს გარეთ ძალიან მაღალი გადინება. საუბარია დაბალანაზღაურებად პერსონალზე, რომელიც დღეს მასობრივად ტოვებს ჩვენს დარგს. შესაბამისად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რომ ახალი სატარიფო პოლიტიკა სწორად დაგეგმილი სტრატეგიის ფონზე, მაქსიმალურად მოკლე დროში დავაწიოთ ამ პროცესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარგი დარჩება პერსონალის გარეშე, რომელიც შესაბამის სამუშაოს დარგს გარეთ, სხვა ინდუსტრიებში იპოვის“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა 1 მარტიდან შეიცვალა და მათი დაფინანსება ახლა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ