საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში შეძლო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სექტორისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმ დანაკლისების დაბალანსებისათვის, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტში ვღებულობთ ახალა და ასევე ეროვნული ბანკის რეზერვებისათვის, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენის შემდეგ.
მისივე თქმით, ფინანსური დახმარებიდან ასევე დამატებით მილიარდნახევარი იქნება განსაზღვრული კორპორატიული სექტორისთვის, განსაკუთრებით ეს არის საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი, რომელშიც მნიშვნელოვანია დღეს მდგრადობის შენარჩუნება.
„პირველი მილიარდნახევარი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ წარმოგვედგინა ეს მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა და ეხება მოსახლეობის ფართო ფენებს. ეს არის სოციალური დახმარებების ის პაკეტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გადაზღვეულ იქნეს გარკვეული სოციალური რისკები, რომლებიც ამ ვირუსის პირობებში ჩვენი თანამემამულეების წინაშე დგება. ეს პაკეტი არის მრავალმხრივი და ასევე ითვალისწინებს, რომ გარდა კომუნალური დახმარებებისა, გარკვეული ფინანსური რესურსები მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საფინანსო სექტორთან დაკავშირებული კომპონენტი, კერძოდ ის, რომ ამ პაკეტში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - 600 მილიონი ლარი დამატებით საბანკო სექტორის ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის.
„დღეს, არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ შენარჩუნებულ იქნეს საბანკო, საფინანსო სექტორის მდგრადობა და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, გადახდისუნარიანობა, ლიკვიდურობა და კაპიტალის ბუფერები, რომლებიც ყოველდღიური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ პროგრამაში ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის აღსანიშნავი - 600 მილიონი დამატებით ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის და ეს ნამდვილად საყურადღებოა. პროგრამა განსაკუთრებით არის დივერსიფიცირებული, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სოციალური პაკეტი, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის