მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა Coinbase-მა იაპონიაში ოპერირება შეწყვიტა

63c7d543c2126
გიორგი თოლორდავა
19.01.23 00:20
566
უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა იაპონიაში ოპერირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მომდევნო ერთ თვეში კი კომპანია სრულად გავა ქვეყნის ბაზრიდან.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Kraken-მა და ათამდე სხვა კრიპტოკომპანიამაც. იაპონიის ბაზრიდან გასვლა საერთაშორისო ბირჟაზე არსებული ვოლატილური მდგომარეობითა და იაპონიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მნიშვნელოვნად გამკაცრებული რეგულაციებითა და ახალი კანონმდებლობით არის განპირობებული.

კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნა კრიპტობირჟებისთვის ზედმეტად მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც კომერციული თვალსაზრისით ქვეყანაში დარჩენას აზრი აღარ აქვს.

ცნობისთვის, რომ ხარჯების შემცირების მიზნით გასულ კვირას Coinbase-მა თანამშრომლების 20%-ით შემცირება დააანონსა, რაც არასახარბიელო კვარტალური შედეგებითა გაუარესებული შემოსავლებითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ Coinbase-ი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი კრიპტოკომპანია იყო, რომელიც საფონდო ბირჟაზე განთავსდა. უოლ-სტრიტზე Coinbase-ის IPO გასულის წლის მეორე კვარტალში შედგა, ნოემბრისთვის კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 89 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Coinbase-ის კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც პიკურ შეფასებასთან შედარებით ვარდნის 86%-იანი მაჩვენებელია.

Coinbase-ის დაღმასვლა საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასების შემცირებითაა განპირობებული. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, შემოსავლები იქამდე არ გამოსწორდება, სანამ ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა კრიპტოაქტივების ფასები არ გაიზრდება, ამის პრერეკვიზიტად კი ბრაიან არმსტრონგი გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს.