დაურეგისტრირებლად ოპერირების ბრალდებით, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისია კრიპტობირჟა Coinbase-ს სასამართლოში უჩივის.
კომისიის განმარტებით, კრიპტობირჟა წლების განმავლობაში ნებართვის გარეშე ეწეოდა საბროკერო მომსახურებას და მომხმარებლებს ულიცენზიო სერვისებს სთავაზობდა, რაც ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია.
როგორც მარეგულირებელი იუწყება, 2019 წლიდან დღემდე Coinbase-მა მილიარდობით დოლარის არალეგალური ტრანზაქცია გაატარა, რის გამოც კომპანიას პროპორციული ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისროს.
გარდა ამისა, ბრალდების მხარე Coinbase-ს არალიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზებაშიც ადანაშაულებს.
სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე კრიპტობირჟის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე წელიწადი გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ Coinbase-ი აშშ-ში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტობირჟაა, რომელიც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დალისტული და სრულად რეგულირებული პირველი კრიპტოკომპანიაა.