მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა FTX ოფიციალურად გაკოტრდა

636e6464817ea
გიორგი თოლორდავა
11.11.22 18:59
2235
კრიპტოვალუტების რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟა FTX-ი ოფიციალურად გაკოტრდა, კომპანიის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

აშშ-ის სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში FTX-ი კანონის მე-11 თავით გათვალისწინებულ გაკოტრების პროცესს მოითხოვს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ ოპერირება უწყვეტად გააგრძელოს, ინვესტორები მოიზიდოს და დროთა განმავლობაში ბიზნესის გადარჩენა შეძლოს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო FTX-ის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, კომპანია დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უფლებას მიიღებს.

სემ ბენკმენ-ფრიდის განცხადებით, კლიენტების აქტივების დაბრუნება და ინვესტორების დაცვა კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია, უახლეს მომავალში კი FTX-ი სწორედ ამ მიზნით მუშაობაზე გადაერთვება.