ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის პირადი ანგარიშებიდან დაახლოებით 700 მილიონი დოლარის აქტივები ამოიღო.
ჩამორთმეული აქტივებიდან ყველაზე ძვირად ღირებულია ფასიანი ქაღალდები, კერძოდ, კომპანია Robinhood-ის აქციები, რომლის ღირებულებაც 525 მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, კონფისკაციას დაექვემდებარა ბენკმენ-ფირიდის მიერ კომერციულ ბანკებსა თუ სხვა კრიპტობირჟებზე შენახული აქტივები, მათ შორის Silvergate Bank-სა და Binance-ზე.
FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზება და მილიარდობით დოლარის მითვისება. ამჟამად ბენკმენ-ფრიდი თავისუფალია, რადგან ნიუ-იორკის სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გამოუშვა.