მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრებულმა კრიპტობირჟა FTX-მა ვალების გასტუმრება გადაწყვიტა

FTX

გაკოტრებულმა კრიპტობირჟა FTX-მა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარუდგინა, რომლის თანახმად, კომპანია კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების გადაფარვას სრულად შეძლებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვალების გასტუმრების შემდეგ, FTX-ის ბალანსზე მაინც იმდენი ფული დარჩება, რომ კრიპტობირჟა საქმიანობის აღდგენასაც შეძლებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან დასტურის გაცემაა საჭირო.

კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, მათ ხელში ამჟამად 15 მილიარდი დოლარის აქტივებია კონცენტრირებული, ეს თანხა კი ვალების გადასაფარად სავსებით საკმარისია.

თუკი სასამართლო რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას დაამტკიცებს, მაშინ კრიპტობირჟა საქმიანობის აღდგენას და ბაზარზე დაბრუნებას შეძლებს, თუმცა მისი მმართველობისა და ზედამხედველობის სისტემა რადიკალურად იქნება შეცვლილი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით მიესაჯა. გარდა ამისა, მის კომპანიას 11 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ბენკმენ-ფრიდის 50 წლით დაპატიმრებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბენკმენ-ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური პროექტი, FTX შექმნა, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო. 2022 წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები