მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პარლამენტმა კრიპტოვალუტების ლეგალიზების და დაბეგრვის კანონი მიიღო

კრიპტო

უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ, კრიპტოვალუტის ბაზრის ლეგალიზებისა და ვირტუალური აქტივების ტრანზაქციების საგადასახადო ჩარჩოს დადგენის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტს მხარი 271-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის 2027 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდება.

რაც შეეხება საგადასახადო წესებს, კრიპტოვალუტის ტრანზაქციების მოგებიდან ფიზიკური პირები 18%-იან საშემოსავლო გადასახადსა და 5%-იან სამხედრო მოსაკრებელს გადაიხდიან, ხოლო ერთი კრიპტოაქტივის მეორეზე გაცვლა არ დაიბეგრება.

ამასთან, წინა წლების ზარალის გადატანა მომდევნო წლებზე იქნება შესაძლებელი, ხოლო ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე შეძენილ აქტივებზე შემცირებული 5%-იანი განაკვეთი იმოქმედებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღება ბიუჯეტში დამატებით $331 მილიონის გადასახადების გენერირებას გამოიწევს.

დოკუმენტის მიხედვით, ბაზრის რეგულირება ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნულ კომისიასა და უკრაინის ეროვნულ ბანკს შორის გადანაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები