ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Strategy-მ დამატებით 1,665 ბიტკოინი შეისყიდა. საფონდო ბირჟების კომისიისადმი წარდგენილი ანგარიშგების თანახმად, ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით $143 მილიონი შეადგინა.
კომპანიის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ამჟამად Strategy-ს მფლობელობაში არსებული ჯამური რეზერვი 847,666 ბიტკოინს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულებაც, არსებული კურსით, დაახლოებით $71 მილიარდს უტოლდება.
ცნობისთვის, კომპანიის მიერ ბიტკოინის შესყიდვის საშუალო ფასი, ხარჯების გათვალისწინებით, თითოეულ მონეტაზე $75,437-ს შეადგენს, რაც ჯამურ 64-მილიარდიან ინვესტიციას გულისხმობს.
არსებული მონაცემებით, Strategy-ს აქტივები ბიტკოინის საერთო რაოდენობის 4%-ზე მეტს შეადგენს, ხოლო კომპანიის არარეალიზებული მოგება მიმდინარე ფასების გათვალისწინებით $7 მილიარდს აღწევს.























