მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კრიპტო კანონპროექტი ჩავარდა

clarity

აშშ-ის სენატმა კრიპტოაქტივების ბაზრის ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ჩააგდო, რაც კრიპტოინდუსტრიისა და რესპუბლიკური პარტიისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს.

Clarity Act-ის სახელით ცნობილმა კანონპროექტმა დებატების დასაწყებად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა და პროცედურული კენჭისყრა 50-49 ხმით დასრულდა, შესაბამისად, კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსია ჩავარდა.

კენჭისყრაზე დემოკრატების სრულ შემადგენლობას ოთხი რესპუბლიკელი სენატორიც შეემატა, რომლებმაც კანონპროექტის განხილვაზე უარი განაცხადეს.

მოგვიანებით, სენატის საბანკო კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა კანონმდებელმა, ელიზაბეთ უორენმა განაცხადა, რომ ინიციატივა ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მასშტაბურ რისკებს შეიცავს, ამიტომ ის ამ ფორმით "მკვდარია". მისი თქმით, დოკუმენტი დონალდ ტრამპს კრიპტოაქტივებიდან მილიარდობით დოლარის მიღების შესაძლებლობას გაუზრდის, რასაც დემოკრატიული პარტია არ დაუშვებს.

ამას გარდა, ინიციატივას მწვავედ დაუპირისპირდნენ ადგილობრივი ბანკები. სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, სტეიბლკოინების მფლობელებისთვის სარგებლის დარიცხვის უფლება ტრადიციული ბანკებიდან დეპოზიტების გადინებას გამოიწვევდა, ამიტომაც ის კანონპროექტიდან ამოღებული უნდა იქნეს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმატებით დასრულებისთვის კრიპტოინდუსტრიამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა ლობირებაზე, თუმცა, შესაძლოა, ის სრულად ჩავარდეს, რადგან თუ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, მაშინ Clarity Act-ის დამტკიცების შანსი კრიტიკულად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები