ამერიკულმა კომპანია Strategy-მ დამატებით 457 ბიტკოინი შეიძინა. არსებული ინფორმაციით, ერთი მონეტის საშუალო ფასმა $65,000 შეადგინა, კომპანიის ჯამური რეზერვები კი 851,305 ბიტკოინამდე გაიზარდა.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ამ აქტივების დასაგროვებლად სულ $64.2 მილიარდი აქვს დახარჯული, რაც მიმდინარე ფასებით დაახლოებით $12 მილიარდის არარეალიზებულ ზარალს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ შესყიდვებისა და კაპიტალის ოპერაციების დასაფინანსებლად კომპანიამ გასულ კვირას 2 მილიონი აქცია გაყიდა, საიდანაც $178 მილიონი მოიზიდა. მიღებული სახსრებითა და ფულადი რეზერვებით Strategy-მ $212 მილიონად 2.2 მილიონი პრივილეგირებული STRC აქცია გამოისყიდა, ხოლო $17.6 მილიონი დივიდენდების გასაცემად მიმართა.
რაც შეეხება მენეჯმენტის სტრატეგიას, Strategy-ს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ კომპანია ბიტკოინის შესყიდვას მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს, მიუხედავად მისი მერყევობისა.
























