მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Strategy-მ კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაზარდა

strategy

ამერიკულმა კომპანია Strategy-მ დამატებით 334 ბიტკოინი შეიძინა და 29 მილიონი დოლარის ტრანზაქციის შედეგად, კომპანიის საერთო კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ახალი აქტივების შესყიდვის საშუალო ფასმა 85 838 დოლარი შეადგინა, რაც თითქმის $10 000-ით აღემატება Strategy-ის საერთო საშუალო ფასს.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა უკვე 64 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შედეგად, კომპანია ამჟამად მსოფლიოში არსებული ბიტკოინების საერთო რაოდენობის 4%-ზე მეტს ფლობს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბაზარზე ფასების ზრდის მიუხედავად, კომპანია ციფრული აქტივების დაგროვებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. Strategy-ის ხელმძღვანელის მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინის ფასს მნიშვნელობა არ აქვს და კომპანია ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს კრიპტოაქტივის შესყიდვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები