გლობალურ კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება - მიმდინარე კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 9%-ით შემცირდა და ის $69,000-მდე დაეცა.
აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე კლება ინფლაციის ზრდის მოლოდინებმა, საპროცენტო განაკვეთების მატებამ და Nvidia-ს გარშემო არსებულმა სკანდალმა განაპირობა.
ვარდნა ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, კერძოდ, ეთერიუმი 13%-ით არის გაუფასურებული და 1,900 დოლარს შეადგენს, ხოლო სხვა მსხვილი აქტივების ფასები საშუალოდ 15%-ით არის შემცირებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებულმა მერყეობამ, დოლარის გამყარებამ, ინფლაციის მაღალმა მაჩვენებლებმა და ჯენსენ ჰუანგის გადადგომის ფონზე Nvidia-ს ხელმძღვანელობაში მომხდარმა ცვლილებებმა სარისკო აქტივებზე უარყოფითი გავლენა იქონია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა სარისკო პოზიციების შემცირება დაიწყოს, მათ შორის პირველი კი, როგორც წესი, ბიტკოინია.























