მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო წლებში ბიტკოინი საშუალოდ 10%-ით გაიზრდება – JPMorgan

jpm btc

JPMorgan Asset Management-ის უახლესი პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ბიტკოინმა რამდენიმე ტრადიციულ საინვესტიციო აქტივს აჯობოს.

ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, კრიპტოვალუტის წლიური საშუალო უკუგება 10%-ს მიაღწევს და ეს მაჩვენებელი კომპანიების აქციების, ოქროსა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების მოსალოდნელ შედეგებს გადააჭარბებს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ ბაზარი მეტად პოზიტიური სცენარით განვითარდა და კრიპტოვალუტის საშუალო არითმეტიკული წლიური უკუგება 21% იქნება, მაშინ მისი წლიური ვოლატილობა 55%-ს მიაღწევს, რაც უკიდურესად მაღალი იქნება.

JPMorgan-ის შეფასებით, ბიტკოინის ასეთი ზრდა მის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების დაინტერესებით, ETF-ების პოპულარიზაციით და კრიპტოინდუსტრიის განვითარებით იქნება განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები