$6.3 მილიარდის მოცულობის კიბერთავდასხმიდან ცხრა დღის შემდეგ, კრიპტობირჟა Binance-მა ახალ ფინანსურ დირექტორად ჯასტინ იეკი დანიშნა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე კაიზერ ნგს შეცვლის, რომელმაც კომპანია ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობის განახლება ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ დაიგეგმა და ის ჰაკერულ ინციდენტს არ უკავშირდება.
Binance-ის განცხადებით, ჯასტინ ეიკი გამოცდილი მენეჯერია, რომელმაც ზუსტად იცის კრიპტობირჟის ოპერირების სპეციფიკა და ის ღირსეულად გაართმევს თავს CFO-ს მოვალეობებს. ბირჟის ახალი ფინანსური დირექტორი მანამდე საგადამხდელო კომპანია Airwallex-ში, ასევე Morgan Stanley-სა და Citi-ში მუშაობდა.
რაც შეეხება ზარალს, კრიპტობირჟამ მოპარული ტოკენების 98% მომხმარებლებს უკვე დაუბრუნა და დამატებით $2.85 მილიარდის ღირებულების აქტივების გაყინვა შეძლო. კომპანიის ხელმძღვანელის, რიჩარდ ტენგის განცხადებით, მომხმარებლები ფინანსურ ზარალს არ მიიღებენ და ბირჟა დანაკლისს სრულად თავად აანაზღაურებს.
ცნობისთვის, FBI-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor-ი დგას.
























