მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FTX-ის ხელმძღვანელები კლიენტების თანხებით იახტებსა და თვითმფრინავებს ყიდულობდნენ

63c68b00ccc44
გიორგი თოლორდავა
18.01.23 09:00
1327
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიებიდან ირკვევა, რომ კრიპტობირჟა FTX-ისა და ტრეიდინგ კომპანია Alameda-ს დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს არალეგალური გზით წვდომა ჰქონდათ კლიენტების კუთვნილ 65 მილიარდ დოლართან, თანხის ნაწილით კი ისინი თვითმფრინავებს, იახტებს, ძვირადღირებულ სახლებსა და ნივთებს ყიდულობდნენ.

საქმე ისაა, რომ FTX-ს არ ჰქონდა კლიენტების აქტივების თვითნებურად განკარგვის უფლება და ეს კომპანიის შიდა წესდებაშიც იყო გაწერილი, თუმცა როგორც ირკვევა, კომპანიის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა Alameda-ს ხელმძღვანელს, გარი ვენგს დაავალა, პლატფორმის სისტემაში ჩაეშენებინა ე.წ. ხვრელი, რომელიც ტრეიდინგ პლატფორმას საშუალებას მისცემდა FTX-ზე შენახული კლიენტების აქტივები დაუკითხავად გაეტანათ, პირადი მოხმარების მიზნით.

ვენგის განცხადებით, ის თავიდანვე აცნობიერებდა, რომ მსგავსი პრაქტიკა აშკარა თაღლითობა იყო, თუმცა ის მაინც დათანხმდა ამ წინადადებას, რადგან ზემოხსენებული სქემით თავად ისიც დიდ მატერიალურ სარგებელს მიიღებდა.

FTX-ისა და Alameda-ს გაკოტრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მომხმარებლების აქტივების განკარგვის თაღლითური პრაქტიკა იყო, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია მდგრადი ყოფილიყო.

ვრცლად FTX-ის შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რამ გამოიწვია კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები