მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FTX-ის დამფუძნებელი მოწმეების და მოსამართლეების მოსყიდვას ცდილობდა - გამოძიება

63d775065c635
გიორგი თოლორდავა
30.01.23 12:02
600
გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში მოწმეებისა და მოსამართლეების მოსყიდვას ცდილობდა, - ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბენკმენ-ფრიდი აქტიურად ცდილობდა FTX-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, რაინ მილერის მოსყიდვას და მის დარწმუნებას, რომ სასამართლოს წინაშე მას ბენკმენ-ფრიდის გამამტყუნებელი ჩვენება არ მიეცა.

რაინ მილერი მოწმეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი ჩვენება უშუალოდ განსაზღვრავს საქმის მიმდინარეობას, შესაბამისად, მის ჩვენებას FTX-ის დამფუძნებლებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

როგორც ირკვევა, ბენკმენ-ფრიდი საკომუნიკაციოდ დაშიფრულ მესიჯინგ აპლიკაციას, Signal-ს იყენებდა, რის გამოც ახალა პროკურატურა მოითხოვს, რომ საქმის დასრულებამდე მას მსგავსი ტიპის პლატფორმებით სარგებლობა უნდა აეკრძალოს.

გარდა მოწმეებისა, ბენკმენ-ფრიდი და მისი ოჯახის წევრები თავად მოსამართლეებთანაც ცილობდნენ კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ FTX-ის დამფუძნებელი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის აქტიური დამფინანსებელი. იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ის კონგრესში ბენკმენ-ფრიდს გავლენიანი მხარდამჭერები და მეგობრები ჰყავს, რის გამოც საქმე უჩვეულოდ მაღალი პოლიტიკური ინტერესით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბენკმენ-ფრიდს 8 მუხლით ედავებოდა, მათ შორის იყო: თაღლითობა, ფულის გათეთრება და ბუღალტრული ანგარიშგების გაყალბება. ნიუ-იორკის სასამართლომ მისი $250-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სასამართლო დავა და გამოძიება მაღალ ინსტანციაში ისევ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები