მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FTX-ის ხელმძღვანელები კუნძულის ყიდვას და აპოკალიფსზე გათვლილი ბუნკერის აშენებას გეგმავდნენ

64c2536f6ae61
გიორგი თოლორდავა
27.07.23 15:35
4036

გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის გარშემო სკანდალები ისევ გრძელდება, ამჯერად გამოძიებიდან ირკვევა, რომ კომპანიის ხელმძღვანელები კლიენტებისგან მოპარული თანხებით საკუთარი კერძო კუნძულის ყიდვას აპირებდნენ.

სემ ბენკმენ-ფრიდის გეგმა არარეალისტურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს უცნაური ადამიანი სამყაროს აღსასრულისთვის მომზადებას და კერძო კუნძულზე ბუნკერის აშენებას გეგმავდა, რომელსაც არმაგედონისთვისაც უნდა გაეძლო. ირონიულია, მაგრამ აპოკალიფსის დადგომამდე თავად კომპანია გაკოტრდა.

როგორც შიდა მიმოწერებიდან ჩანს, FTX-ის ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავდნენ კუნძულების შესყიდვის ვარიანტებს და მიწისქვეშა ბუნკერების სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდნენ.

ერთ-ერთ შეტყობინებაში ეწერა, რომ ბუნკერს ისეთი მოვლენისთვისაც უნდა გაეძლო, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის 99%-ის მოსპობა შეეძლო.

ეგზისტენციალური შიშებით შეპყრობილ FTX-ის მენეჯერებს ბრალად ედებათ თაღლითური სქემის ოპერირება და 20 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივების უკანონოდ მითვისება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები