მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FTX-ის მომხმარებლებს მილიარდობით დოლარის აქტივები უკან უნდა დაუბრუნდეთ

sbf ftx

აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, FTX-ის ხელმძღვანელობამ რესტრუქტურიზაციის სტრატეგია უნდა წარმოადგინოს და კრიპტობირჟის დაზარალებულ მომხმარებლებს მილიარდობით დოლარის აქტივები უკან უნდა დაუბრუნდეთ.

მართალია, ეს ინდუსტრიისთვის პოზიტიური სიახლეა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აქტივები იმ ფასში დაბრუნდება, რა ფასიც FTX-ის გაკოტრების დღეს ფიქსირდებოდა, ანუ როდესაც კრიპტობირჟა უკვე ჩამოქცეული იყო და ინდუსტრია მკვეთრი დაღმასვლისაკენ იყო მიმართული. თავად ეს მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ FTX-ის კლიენტები თავიანთი პორტფელის ღირებულების მხოლოდ ნაწილს დაიბრუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტობირჟას ახალი ხელმძღვანელობა გაუძღვება და მისი მფლობელობის სტრუქტურაც შეიცვლება.

ცნობისთვის, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე, FTX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა. 2022 წელს FTX-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწია. პროკურატურის მტკიცებით, კრიპტობირჟა თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა და მისი ხელმძღვანელობა მომხმარებლების აქტივებს არაკეთილსინდისიერად განკარგავდა.

საერთო ჯამში, FTX-ის გაკოტრებით ზარალი 15 მილიონ მომხმარებელს მიადგა და დაკარგული აქტივების მოცულობამ 35 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები