მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰეჯ-ფონდმა Galois Capital-მა კოლაფსი განიცადა

63f35af518acd
გიორგი თოლორდავა
20.02.23 17:20
854
კრიპტოაქტივებზე ფოკუსირებულმა ჰეჯ-ფონდმა, Galois Capital-მა კოლაფსი განიცადა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო ფონდმა აქტივები ლიკვიდირებულად გამოაცხადა და ტრეიდინგ საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა.

Galois Capital-ის გაკოტრება პირდაპირ კავშირშია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის კოლაფსთან. საქმე ისაა, რომ Galois-ის კრიპტოაქტივების უდიდესი ნაწილი სწორედ FTX-ზე იყო განთავსებული, კრიპტობირჟის გაკოტრების შემდეგ კი ჰეჯ-ფონდმა $200 მილიონის აქტივებთან წვდომა დაკარგა.

ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელობის განცხადებით, კრიპტობირჟის გაკოტრების რისკი Galois-ის ანალიტიკოსებს გათვლილი არ ჰქონდათ, რაც მათ მხრიდან დაშვებული უდიდესი შეცდომა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები