მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა FTX-ის მენეჯერს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

კაროლინ ელისონი

კრიპტობირჟა FTX-ის მენეჯერს და ჰეჯ-ფონდ Alameda-ს ხელმძღვანელს, კაროლინ ელისონს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მომავალი წლების პატიმრობაში გატარებასთან ერთად, ელისონს დაევალა 11 მილიარდი დოლარის ფულადი ჯარიმის გადახდა, რაც ასევე მის კრიმინალურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

სასამართლოს განმარტებით, ელისონს ბრალი უმტკიცდება: ფულის გათეთრებაში, ინვესტორების მოტყუებაში, დიდძალი ქონების მიტაცებაში, ფინანსური რეგულაციების დარღვევაში და კომპანიის ანგარიშგების გაყალბებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, FTX-ის დამფუძნებელსა და ელისონის თანამზრახველს, სემ ბენკმენ-ფრიდს სასამართლომ 25 წლით პატიმრობა და $11 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

საინტერესოა, რომ ბენკმენ-ფრიდსა და ელისონს მხოლოდ თაღლითური საქმიანობა არ აერთიანებდათ, როგორც ჩანს, ისინი პარალელურად რომანტიკულ ურთიერთობაშიც იყვნენ და მოპარული თანხებით ცხოვრების ერთად გაგრძელებასაც გეგმავდნენ.

კრიმინალური წყვილის ამბიციური გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც FTX-ის სავაჭრო პლატფორმამ კოლაფსი განიცხადა და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც საბოლოოდ მათი დაპატიმრებით დასრულდა.

კრიპტობირჟა FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდსა და ელისონს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თაღლითური საქმიანობის ორგანიზატორებად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები