მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Sberbank და VTB კრიპტობაზარზე შედიან

რუსეთი კრიპტო

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ინფრასტრუქტურის პირველი რეესტრი გამოაქვეყნა და ქვეყნის ორ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, Sberbank-სა და VTB-ს კრიპტობაზარზე შესვლის ოფიციალური ნებართვა მიანიჭა.

ახალი განკარგულება 140 მილიონამდე კლიენტს საშუალებას მისცემს, პირდაპირ საბანკო აპლიკაციებიდან მიიღოს წვდომა ბიტკოინზე, ეთერიუმზე და სხვა ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ის მკაცრ შეზღუდვებს ინარჩუნებს და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე კრიპტოაქტივებით საქონლისა თუ მომსახურების საფასურის გადახდა კვლავ აკრძალულია და კრიპტოვალუტებს მხოლოდ საინვესტიციო და სარეზერვო აქტივების სტატუსი უნარჩუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები