მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

610fa75beff8b
ირაკლი მაკალათია
08.08.21 14:33
1315
გთავაზობთ გასული კვირის (2 – 7 აგვისტო, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2021 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა;
2. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა;
3. სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა;
4. 2021 წლის რთველის სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი;
5. პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების კომპონენტი ემატება;
6. USAID-ის "პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის";
7. უწყებათაშორისი კომისია პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადის შემცირებაზე იმუშავებს;
8. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონფერენციებზე დასწრების და ბანაკების ჩატარების წესები შეიცვალა;
9. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის 700 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება;
10. ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია დასრულდა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ


1. 2021 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შედგინა:

ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზე იყო. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა; ჯანმრთელობის დაცვა; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები; ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში იყო, სადაც საწვავზე ფასების ზრდის გავლენით ინფლაციამ 22,5% შეადგინა. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე ყველაზე მეტად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა გავლენა (4.43%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TZOVoE; https://bit.ly/37tqyTC; https://bit.ly/3Aq3UHV; https://bit.ly/37uvPKG

2. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა:

გაზრდილი ინფლაციური რისკების საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 10,0%-მდე გაზარდა. რის შედეგადაც, საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით 140 000-ზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკი მზად არის ინტერვენციებისათვის. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 873 222 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო წელს 7 ინტერვენციის შედეგად - 242 900 000 აშშ დოლარი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lJopLW; https://bit.ly/3AkNn8i

3. სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა:

სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 7.8%-მდე გაზარდა (3,5%-ით გააუმჯობესა წინა პროგნოზთან შედარებით). 2022-2023 წლებში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5.4%-ით განსაზღვრა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lGfWJm; https://bit.ly/3fGjffI

4. 2021 წლის რთველის სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა. მთავრობა მიმდინარე წელს 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას ელოდება, რაც ბაზარზე ყურძნის ჭარბ მიწოდებას გამოიწვევს. ხოლო ჭარბმა მიწოდებამ, რომ ფასის შემცირება არ გამოიწვიოს, მთავრობა მოსავლის ჩაბარებას დაასუბსიდირებს, რის შედეგადაც 1 კგ რქაწითელი არანაკლებ 90 თეთრი ეღირება, ხოლო აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3s2kdYP; https://bit.ly/3rYai6s

5. პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს იპოთეკური სესხების სუბსიდირების კომპონენტი ემატება:

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების კომპონენტი ემატება. 1-ელი სექტემბრის შემდეგ, ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში ოჯახს ბინის შეძენის მიზნით 200 ათასი ლარის ღირებულების სესხი 5 წლის განმავლობაში დაუბსიდირდება. იმის მიხედვით, თუ მერამდენე შვილი იქნება ოჯახისთვის, თანასუბსიდირება გაიზრდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ipVRVv

6. USAID-ის "პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის":

USAID-მა საქართველოში 5 წლიანი პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და დასაქმების ხელშეწყობას. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ქალები, ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობები.
პროექტის ბიუჯეტი 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AmkiJt

7. უწყებათაშორისი კომისია პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადის შემცირებაზე იმუშავებს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადის შემცირებაზე იმუშავებს. 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის, შესაბამისად, საბანკო მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისთვის სხვა აუცილებელ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გაჩნდეს კონკურენცია და პენსიების გაცემაზე ექსკლუზივი მხოლოდ ერთ ბანკს არ ჰქონდეს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jubASW

8. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონფერენციებზე დასწრების და ბანაკების ჩატარების წესები შეიცვალა:

ცვლილების მიხედვით ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტირების საფუძველზე შეიძლება, თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება საქმიან შეხვედრებს. ბანაკად მოიაზრება ღია ან დახურულ სივრცეში მოწყობილი საბავშვო ბანაკები, ხოლო ბანაკის კატეგორიას არ მიეკუთვნება: საკემპინგე ადგილი, ჯომარდის ბანაკი და ლაშქრობა

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xu7QFR

9. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისათვის 700 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "მენაშენეთა პროექტის ფარგლებში" იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში 700 მილიონ ლარზე მეტ რესურსი დაიხარჯება, რაც ერთის მხრივ დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორეს მხრივ სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსური დახმარება იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jvKvi9

10. "თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია დასრულდა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ:

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ისინი ხელფასების მომატებას, გამართული ტექნიკით მუშაობას და სპეციალური სამოსის შეცვლას ითხოვდნენ. თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილის განცხადებით, თანამშრომელთა მოთხოვნები შესრულდება. "მერია დასუფთავების ტექნიკის გადახალისებას აგრძელებს, უახლოეს პერიოდში საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ, ხოლო იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ",- თქვა ელოშვილმა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fI7PYW