30.ოქტომბერი .2020 17:05

ლარი დოლართან - 0.11 თეთრით, ევროსთან კი 1.81 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან - 0.11 თეთრით, ევროსთან კი 1.81 თეთრით გამყარდა
views 334
უკან

30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2327 ლარი გახდა.

ევროსთან კი კურსი დღეს 1.81 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.7732 ლარი გახდა. 

შეგახსენებთ; გუშინ სებ-მა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად დამატებით $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ინტერვენციების მოცულობა $650 მლნ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა