მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან - 7 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გამყარდა

60ba252e4681d
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 17:07
6660
4 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.33 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 4 სექტემბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა.

მთელი დღის განმავლობაში Bloomberg-ის სისტემაში ლარი მკვეთრად მყარდებოდა და 12:00-ისთვის ის 3.04-მდეც შემცირდა, თუმცა როგორც ირკვევა, ამ გარიგებების საშუალო კურსი 3.0791 იყო, შესაბამისად, ოფიციალური კურსიც ამ მაჩვენებელზეა. არ არის გამორიცხული ასეთი მკვეთრი გამყარება ბაზარზე განხორციელებულ რომელიმე მსხვილ ტრანზაქციას გამოეწვია. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 11.5 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7276 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 1.11 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3543 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 12.46 თეთრით შემცირდა და 4.3477 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.