მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.37 თეთრით, ევროსთან კი 0.73 თეთრით გაუფასურდა

5fae84ac43bcf
BM.GE
13.11.20 17:01
710
13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2951 ლარი გახდა. 

ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 0.73 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.8961ლარი ღირს. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.52 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.3449 ლარი ღირს. 

სამშაბათს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და გასყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც $37 მილიონი გაიყიდა. შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

ინტერვენციებთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს BMG ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სავალუტო აუქციონები საჭიროებისამებრ მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც,” - ამბობს მესტვირიშვილი.