01.ივლისი .2022 17:02

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 1024
უკან

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9077 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.01 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0403 ლარი გახდა.

3.95-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5108 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გაუფასურებამ 0.26 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.36 თეთრი გახდა.