21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.58 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8045 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.30 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8567 ლარი გახდა.
2.03-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3545 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.17 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.86 თეთრი გახდა.