მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

633adf461258d
BM.GE
03.10.22 17:08
759
3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8228 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.33 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.759 ლარი გახდა.

2.89-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.1618 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 15.20 თეთრი შეადგინა.