22.სექტემბერი .2021 17:25

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 485
უკან

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1155 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6551 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.23 თეთრით შემცირდა და  4.2514 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა