მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ი აგროვებს რეზერვებს... რაც დიდი რეზერვია ქვეყანაში, სტაბილურობის განცდაც მეტია" - ჭყონია

645391a440f7b
ნინი ლონგურაშვილი
04.05.23 15:10
2136
სტატიაში საუბარია:
ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარების ტენდენციაა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა.

ბიზნესმენი და "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია ლარს კურსის გამყარების მიზეზად რეგიონში არსებულ სიტუაციას და ქვეყანაში ფულის შემოდინებას ასახელებს.

“ლარის კურსის გამყარებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის ომი და რეგიონში შექმნილი სიტუაცია. იზრდება ექსპორტი, ხალხი ბევრ ფულს ხარჯავს, ტურისტების შემოდინებაა და ა.შ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლარის კურსის გამყარებას ერთი მნიშვნელოვანი მომენტი აქვს, ეროვნული ბანკი იძენს ბევრ თანხას, ეს იმას ნიშნავს, რომ სებ-ს შესაძლებლობა ექნება, თუ ომი მალე დასრულდება, რაღაც მომენტში ხანგრძლივ პერიოდში შეინარჩუნოს სტაბილურობა და დიდი რყევები არ იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სებ-ი აგროვებს რეზერვებს. რაც დიდი რეზერვია ქვეყანაში, სტაბილურობის განცდაც მეტია", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

რამდენია და სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები