მათ შორის ყველაზე მთავარ ვალუტებთან მიმართებით ცვლილება ასეთია:
აშშ დოლართან მიმართებით კურსის გამყარებამ 0.10 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3255 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.0322 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 3.58 თეთრით ნაკლებია.
8.42 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.6258 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მესამე სავალუტო აუქციონი განახორციელა და $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, წელს სებ-მა $120 მილიონი დოლარი გაყიდა.