მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი მცირედით გაუფასურდა

62f500721810b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.22 17:05
6435
11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.007 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7016 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.018 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7916 ლარი გახდა.

0.02-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2960 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1504 ლარი შეადგინა.