მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

607d808b07d74
BM.GE
19.04.21 17:09
2863
19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა, ცვლილება 0.04 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4359 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.64 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1351 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.07 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4258 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.55 თეთრით გაიზარდა და 4.7735 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 აპრილიდან შევა ძალაში.

2020 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 6 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო აუქციონი გასული კვირის ბოლოს შედგა, როდესაც ბაზარზე გასაყიდად სებ-მა $40 მილიონი გამოიტანა, საიდანაც $25.4 მილიონი გაიყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.