მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

60880bf29e054
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.21 17:05
764
27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.14 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4548 ლარი გახდა - ეს 2021 წლის განმავლობაში დოლარის ღირებულების მაქსიმალური ნიშნულია.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1727 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4197 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.47 თეთრით გაიზარდა და 4.8070 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 აპრილიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, არსებული გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“, - აღნიშნა ლეჟავამ.