მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა ერთი დოლარი 3.13 ლარი ღირს

624303e93b8f1
BM.GE
29.03.22 17:01
1200
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.63 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1354 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 4.02 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4652 ლარი გახდა.

9.13-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.1074 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.14 თეთრი გახდა.

10 აპრილს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.