მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გაუფასურდა

5f96c8c77631e
თელარა გელანტია
26.10.20 17:20
1212
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.2285 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2202 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.83 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთანაც 3.8158 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ფუნტის მიმართაც გაუფასურდა - ხვალისთვის 1 ფუნტის ფასი 4.2190 ლარია, ხოლო თურქული ლირის მიმართ ლარი გამყარდა 0.4004 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.