საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა გააქტიურა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, Bmatch პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 127.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. აღნიშნული შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.
ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ის თუ რა მოცულობის რეზერვები შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა აპრილის განმავლობაში, ცნობილი გახდება მომდევნო თვის 25 რიცხვში.
მთლიანად 2024 წლის იანვარ-მარტში კი რეზერვების შესყიდვებმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა.