მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დოლარი იყიდა და გაყიდა სებ-მა წელს Bmatch პლატფორმით

დოლარი ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს ორი გზით ახორციელებს - მათ შორის პირველია პირდაპირი სავალუტო აუქციონები, რომელთა რაოდენობაც წელს იყო ხუთი და რომელთა შედეგადაც სებ-მა წელს 282 მილიონი დოლარი გაყიდა. მათ შორის ყველაზე მსხვილი 64.9 მილიონი დოლარის ინტერვენცია დღეს განხორციელდა, წინა 48.5-მილიონი ინტერვენცია კი 8 ოქტომბერს იყო.

პირდაპირი აუქციონების გარდა სებ-ს სავალუტო ბაზარზე ოპერაციების განხორციელება Bmatch პლატფომითაც შეუძლია. სავალუტო აუქციონებისგან განსხვავებით, რომელთა შედეგიც იმავე დღეს საჯაროვდება, Bmatch პლატფორმაზე განხორციელებულ ოპერაციებს სებ-ი იმავე დღეს არ აქვეყნებს და თვის განმავლობაში განხორციელებული ჯამური ოპერაციები ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში საჯაროვდება. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია თუ რა მოცულობის ოპერაციები განახორციელა სებ-მა სექტემბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმით. იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 126 მილიონი დოლარით შემცირდა, სავარუდოა რომ სებ-მა Bmatch-ით გასულ თვეში სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტა გაყიდა.

ამჟამად გამოქვეყნებულია Bmatch პლატფომით 2024 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული ოპერაციების ჯამი. ამ მონაცემების თანახმად, სებ-მა ამ პლატფორმით შეისყიდა 329.5 მილიონი დოლარი და გაყიდა 51.1 მილიონი დოლარი. შესაბამისად ნეტ გარიგებებმა უშუალოდ Bmatch პლატფომით +278 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, თუკი ამას დავუმატებთ სავალუტო აუქციონების გზით იანვარ-ოქტომბერშიი გაყიდულ 282 მილიონ დოლარს, გამოვა რომ სებ-მა წელს ჯამურად 4 მილიონი დოლარით მეტი გაყიდა ვიდრე შეიძინა. ამასთან საგულისხმოა გარემოება, რომ Bmatch პლატფორმის ოპერაციების ბოლო ზუსტი მონაცემები აგვისტოთი თარიღდება, შესაბამისად უცნობია რა თანხა გაყიდა/იყიდა სებ-მა ამ გზით სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები