მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა აგვისტოში ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის აგვისტოს თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmacth პლატფორმის გამოყენებით $110 მილიონი დოლარი შეისყიდა. მთლიანად იანვარ-აგვისტოს ინტერვენციების მოცულობამ კი 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. ამჟამად სავალუტო რეზერვები 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ისტორდიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ყველაზე დიდი - $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლის,  ნათია თურნავას განცხადებით, დოლარის შესყიდვებს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ვითარება აღინიშნება. 

“ვაკვირდებით ბაზარს და როცა კი შესაძლებლობა გვეძლევა და პოზიტიური ვითარებაა, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სავალუტო რეზერვები შევავსოთ. სავალუტო რეზერვები არის ჩვენი ქვეყნის უნარი გაუმკლავდეს სამომავლო შოკებს. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეზერვების მაჩვენებელი უფრო კარგად ფასდება და უფრო დაბალია ქვეყნის საფინანსო სექტორის რისკიანობა. ამიტომ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები რეზერვების დონეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ითვალისწინებენ. არსებული ვითარება გვაძლევს საშუალებას ძალიან ფრთხილად და მცირე მოცულობით შევავსოთ ჩვენი რეზერვები ისე რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოხდეს. დღეს ვართ რეზერვების ადეკვატურობის ზონაში, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს შევავსოთ რეზერვები, რომ ამას გავაკეთებ მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. ისე რომ ამან ბაზარზე დამატებითი ზეწოლა არ მოახდინოს",- ამბობს თურნავა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა საპირისპირო მიმართულებით ინტერვენციებიც გაააქტიურა და გასულ კვირაში ჯერ 20 მილიონი, შემდეგ კი 37 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც ბაზარზე გაუარესებული მოლოდინების გამო კურსის ცვლილებამ განაპირობა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები