მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსთან მიმართებაში წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია – "ებიტ ჯგუფი"

5f64c0b10d906
ლიკა გურაბანიძე
18.09.20 23:00
1365

“ლარის წნეხი ბიზნესის წარმოებაზე ცალსახად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს. შესაბამისად, ლარის კურსთან მიმართებაში წინასწარი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.” - ამის შესახებ მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა ვლად ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ლარის კურსის გაუფასურება განსაკუთრებით მტკივნეული იმპორტიორი კომპანიებისთვის არის. ვლად ბეჟაშვილის განმარტებითვე, არსებობს ინსტრუმენტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კურსის დაზღვევა, თუმცა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი საკმაოდ ძვირია და კომპანიები მას საკმაოდ იშვიათად მიმართავენ.


“როდესაც დიდი დევალვაციაა, იმ ჭერის დაჭერა, რაც კომპანიას ყოველგვარი ტიპის რისკებისგან დააზღვევს, რთულია.” - განმარტა "ებიტ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა.


ცნობისთვის, სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით ჯამურად 14 თეთრით გაუფასურდა.