მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის საპროცენტო განაკვეთების დაწევა 2022 წლის მეორე კვარტალიდანაა მოსალოდნელი - "თიბისი კაპიტალი"

61c2250d7101c
თამთა ჯიჯავაძე
21.12.21 23:51
715
ინფლაციის შემცირების კვალდაკვალ, ლარის საპროცენტო განაკვეთების დაწევა 2022 წლის მეორე კვარტალიდან არის მოსალოდნელი - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მაკროსექტორულ განახლებაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების არგუმენტებია: ინფლაციის კლება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა და ლარის კურსის მეტნაკლები სტაბილურობა.

ამასთან, საქართველოში უცხოურ ვალუტაში განაკვეთების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის მიზეზებია:
• საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა;
• გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან;
• ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა და ლარზე მეტი მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, "თიბისი კაპიტალის" საბაზო სცენარის მიხედვით, ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება, ლარის კურსი დაახლოებით 5%-ით გაუფასურდება, რეფინანსირების განაკვეთი კი 8.5%-ს დაუბრუნდება.

ამ მხრივ „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით ძირითადი გამოწვევები იქნება: ეპიდვითარებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, აშშ დოლარის შესაძლო გამყარება, რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ლირის რეკორდული გაუფასურების ზეგავლენა.