მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ქავთარაძე: საშუალო კურსი წელს 3.15 - 3.25 ლარის ფარგლებში იქნება

60c0b17d71d54
ლიკა გურაბანიძე
09.06.21 21:29
1226
“ინფლაციაზე გავლენას მსოფლიო ბაზარზე სასაქონლო ფასების ზრდა ახდენს და ეს განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებს ეხება.” - ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

“კონკრეტულად ნავთობპროდუქტების ნაწილში ტრანსპორტის კატეგორია რომ ავიღოთ ვნახავთ, რომ ბენზინის და დიზელის ფასები, მაისში 40-40%-ით არის გაზრდილი, ასევე მაღალია ზეწოლა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯანდაცვის სფეროშიც ფასების ზრდა შეინიშნება და ყველაფრიდან გამომდინარე მაღალი ინფლაცია გვაქვს", - აღნიშნა ქავთარაძემ.

მან სამომავლო მოლოდინებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ლარის გამყარება დადებითი ფაქტორია, რადგან ეს გარკვეული თვეების შემდგომ ფასებზე აისახება. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ეს სწრაფად არ მოხდება, რადგან ფასები ხისტია და მის კორექციას დრო სჭირდება. ეკონომისტმა “საქმიან დილაში” აქცენტი ლარის გამყარების მიზეზებზეც გააკეთა.

“გამყარების პირველი მიზეზია ის, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია: ფულადი გზავნილები გაიზარდა, აპრილში ტურიზმი გამოცოცხლდა და მაისში ის მეტად გამოცოცხლებული იქნება. ლარის გამყარება ასევე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთანაც არის დაკავშირებული. დადებითი ფაქტორი სახმელეთო საზღვრების გახსნაც იყო, რასაც ლარის კურსზე მყისიერი გავლენა ჰქონდა.

პოზიტიური მოლოდინები შეიქმნა და მოქალაქეებმა დანაზოგების დაკონვერტირება ლარში დაიწყეს, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ საშუალო კურსი მიმდინარე წლის განმავლობაში 3.15 - 3.25 ლარის ფარგლებში იქნება.” - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.