მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი პოტენციურ ინვესტორზე საუბრობს, რომელთანაც კონსორციუმს მოლაპარაკებები აქვს

5ee4a25f1c773
ნინი ლონგურაშვილი
13.06.20 13:44
1854
“ჩვენ ჩვენი მხირდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არბიტრაჟს ავერიდოთ და შემოვიყვანთ ისეთი ინვესტორი, რომელიც მთავრობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და არსებული აქციონერების ინტერესებსაც. “ ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ანაკლიის კონსორციუმის” აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.

“ანაკლიის პროექტის არბიტრაჟში გადატანა ძალიან დააზიანებს ამ პროექტს. რადგან ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი მაღალი მნიშვნელობის მქონე პროექტი როდესაც არბიტრაჟში გადადის, რომელიმე საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი დიანტერესდეს. შესაბამისად, ჩვენ როგორც კონსორციუმი, ვთვლით, რომ ყველაზე სწორი გზა არის არბიტრაჟი იქნეს აცილებული. ამის ერთადერთი გზა არის, ის ინტერესები, როდესაც 75 მლნ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა ჩვენი აქციონერების მიერ, იქნეს დაკმაყოფილებული.

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, დღეს ნამდვილად არის ინვესტორების მხრიდან ინტერესი, უბრალოდ ძალიან რთულ ვითარებაში ხდება მათთან ეს საუბრები. ამასთან ბევრი გამოცდა ელის მათ დაინტერესებას კონკრეტული პროექტით და ზოგადად საქართველოთი. პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალიდან გამომდინარე, მემგონი ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო და საგარეო ინვესტიციების მოზიდვა საქართველოსთვის. ჩვენ ვისთანაც გვაქვს საწყისი საუბრები, ეს არის დასავლელი ინვესტორი. ჩვენ ჩვენი მხირდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არბიტრაჟს ავერიდოთ და შემოვიყვანთ ისეთი ინვესტორი, რომელიც მთავრობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და არსებული აქციონერების ინტერესებსაც. “ ამბობს ლევან ახვლედიანი.

მისი თქმით, თუ მომდევნო ორი თვის მანძილზე მოლაპარაკება ინვესტორთან არ შედგა კონსორციუმს არბიტრაჟში წასვლა მოუწევს.

“ დღეს მთავრობასთან კონსორციუმს მხოლოდ იურიდიული კომუნიკაცია გვაქვს. ამ ეტაპზე ხელჩასაჭიდი არ გვჭირავს, მაგრამ ვცდილობთ, რომ წინადადება მოვიპოვოთ. შემდეგი 1 თვის ან თვენახევრის მანძილზე ეს მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა ჩვენ ერთადერთი სტატუსი გვაქვს, ეს არის რომ ჩვენი ინტერესები მიზანმიმართულად დააზიანა მთავრობამ, ასევე, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება გაჩერება ამ პროექტის. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვთვლით რომ ეს პროექტი არის ძალიან სტრატეგიული, აქედან გამომდინარე გვსურს, რომ ეს პროექტი არ გადავიდეს არბიტრაჟში. თუმცა მომდევნო ორი თვის განმავლობაში თუ ვერ მოხერხდა ინვესტორის დაინტერესება და მტავრობამაც არანაირი კონსტრუქციული ნაბიჯები არ გადადგა, რა თქმა უნდა ჩვენ მოგვიწევს არბიტრაჟში წასვლა. “ აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა, რის საპასუხოდაც კონსორციუმი საარბიტრაჟო დავის წარმოებას გეგმავს. ADC ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ლევან ახვლედიანი გადაცემა "საქმიან დილაში"