მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ჩიკვაიძის ინფორმაციით, "საქართველოს ფოსტის" "ეტაპობრივი პრივატიზაცია" მოხდება

6023ac9365f5c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.21 13:57
1477
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული საფოსტო ოპერატორის პრივატიზება ეტაპობრივად მოხდება. ასე უპასუხა BM.GE-ის შესაბამის კითხვას ლევან ჩიკვაიძემ "საქართველოს ფოსტის" 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეროვნული ოპერატორის პრივატიზების თემა მარტივი საკითხი არ გახლავთ, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და საქართველო ამაშიც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იქნება, რომელიც ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას მოახდენს.

„ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის და ხდება ინვესტორების მოზიდვა ამ მიმართულებით. ჩემი შეხედულებით, ეს იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. კომპანიის სრული პრივატიზების მაგალითი მსოფლიოში არ არსებობს და სრულად პრივატიზებული ეროვნული საფოსტო ოპერატორების რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მცირეა, ასეთი სულ 3-ია; ნაწილობრივ პროვატიზებული ობიექტები კი, ევროპის ქვეყნებში ბევრია და ერთ-ერთი ასეთი სწორედ საქართველო იქნება. რაც შეეხება ვადებს, ყველას სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პრივატიზების დაწყება, რადგან ამ ინვესტიციებმა უნდა გააუმჯობესოს ეროვნული ოპერატორის საქმიანობა ანუ უკეთესი სერვისი უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქემ“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

BM.GE-ის კითხვაზე - რა არის საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციო ფასი, ჩიკვაიძემ თქვა, რომ მან მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების 2019 წლის ღირებულება იცის, რაც 5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ფინანსური მაჩვენებლების აუდირება და პრივატიზების სტრუქტურირება მიმდინარეობს.

„არ მაქვს დღეს ეს რიცხვი და ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“ - უპასუხა BM.GE-ის ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ამბობს, რომ ეტაპობრივი გასხვისების კუთხით ინტერესები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე უკვე გამოიკვეთა, თუმცა ის არ აკონკრეტებს რა ნაწილის გასხვისდება პირველ ეტაპზე. “ამაზე საუბარი ნაადრევია“ - ამბობს ჩიკვაიძე.

შეგახსენებთ: “საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. 2020 წლის ბოლოს კი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ფოსტის პრივატიზების საკითხს მთავრობა 2021 წელს დაუბრუნდებოდა.