მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი წყლის დიდ რეფორმას აანონსებს

5f8ae01e56e4a
ელენე გოგბერაშვილი
17.10.20 17:00
2056
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წყლის დიდ რეფორმას აანონსებს. როგორც #Forbestalks-ში დავითაშვილმა განაცხადა, უკვე მომზადებულია წყლის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ისეთ პრინციპეზეა დაფუძნებული, რომ „ბევრ რამეს დაალაგებს“.

„გვესმის, რომ წყალი იმდენად მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის გარეშე ვერსად ვერცერთი ბიზნესი ვერ განვითარდება და ჩვენი ცხოვრება წყლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ წყლის ახალი კანონმდებლობა უკვე შემუშავებულია. ესეც ევროპის დირექტივებთან არის თანხვედრაში და იმ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელიც განსაზღვრავს სააუზო მართვებს ანუ კონკრეტული აუზისთვის უნდა გაკეთდეს სააუზო მართვის გეგმები და პრიორიტეტები დალაგდეს წყლის მოსარგებლეთა შორის.

ის, რომ ის კონფლიქტები, რომელიც დიდწილად არსებობს ხოლმე- წყალი ვისია, ვის უფრო ეკუთვნის, აქ რაღაც რანჟირებული, დალაგებული იქნება და უფრო პროგნოზირებადი იქნება. ბევრი რამ უნდა დალაგდეს ახალი კანონმდებლობის ფორმატში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.